წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ი/მ „ქეთევან გოგიჩაძე“ (ს/ნ 01017003992) (შემდგომში „კომპანია“) ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს. იგი არის ორმხრივად სავალდებულო ხელშეკრულება მომხმარებელსა და კომპანიას შორის. ვებგვერდზე რეგისტრაციით, შეკვეთის განთავსებით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი პირი, გაეცნო და სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
მომხმარებელი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით.
პროდუქტი – ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნებისმიერი ნივთი.
პერსონალიზებული შეკვეთა – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნის, დიზაინის ან პარამეტრების შესაბამისად.
ხელნაკეთი პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ: შესაძლებელია მცირედი განსხვავება ვებგვერდზე განთავსებულ ფოტოებსა და რეალურ პროდუქტს შორის (ფერი, ტექსტურა, დეტალები), რაც განპირობებულია მასალის ბუნებრივი თვისებებით ან ეკრანის გაფართოებით და არ განიხილება ნაკლოვანებად. ნატურალური მასალების (ხე, ტყავი, ქვა) შემთხვევაში, ფაქტურის ბუნებრივი არაერთგვაროვნება ნივთის ავთენტურობის დასტურია. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პროდუქტის მოვლის წესები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით.
4.1. შეკვეთის დადასტურება: კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეკვეთა მარაგების არარსებობის, მასალის დეფიციტის ან ტექნიკური შეცდომის (მაგალითად: სისტემური ხარვეზის გამო არასწორად მითითებული ფასი) შემთხვევაში. ასეთ დროს მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ, ხოლო გადახდილი თანხა უბრუნდება სრულად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4.2. მონაცემების სიზუსტე: მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი). არასწორი მისამართის ან კურიერთან არაკონტაქტურობის გამო ჩაშლილი მიწოდების შემთხვევაში, განმეორებითი ტრანსპორტირების ხარჯი სრულად ეკისრება მომხმარებელს.
4.3. მიწოდების ვადები: მიწოდება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო კომპანიის მეშვეობით 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში. მიწოდების კონკრეტული ვადა დამოკიდებულია მიმღების რეგიონსა და მისამართზე.
4.4. ტრანსპორტირებისას დაზიანება: ტრანსპორტირებისას პროდუქტის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ (მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა) აცნობოს კომპანიას და წარადგინოს ფოტო-მტკიცებულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზია ტრანსპორტირებისას მიღებულ დაზიანებაზე აღარ მიიღება.
გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ბარათის ან გადარიცხვის მეშვეობით. პროდუქციის ფასები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. კომპანია არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს; ტრანზაქციები სრულდება დაცული საბანკო შლუზების მეშვეობით.
6.1 სტანდარტული პროდუქტის დაბრუნება: მომხმარებელს უფლება აქვს, მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი, შემდეგი პირობების დაცვით: პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, დაუზიანებელი და გამოუყენებელი; შენარჩუნებული უნდა იყოს ორიგინალური შეფუთვა, ეტიკეტები და თანმხლები დოკუმენტაცია. პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს წინასწარ, კომპანიის საკონტაქტო არხების მეშვეობით returns@qey.ge.
6.2 დაბრუნების პროცედურა: დაბრუნების ინიციირების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია: დაუკავშირდეს კომპანიას და შეათანხმოს დაბრუნების დეტალები; მიუთითოს შეკვეთის ნომერი და დაბრუნების მიზეზი; პროდუქტი გაგზავნოს კომპანიის მიერ მითითებულ მისამართზე. დაბრუნების ხარჯი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეკისრება მომხმარებელს.
6.3 თანხის დაბრუნება: თანხის დაბრუნება განხორციელდება პროდუქტის მიღებისა და შემოწმების შემდეგ. თანხა დაბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს. დაბრუნება განხორციელდება 7–14 სამუშაო დღის ვადაში.
6.4. შეკვეთის გაუქმება
ინდივიდუალური/ხელნაკეთი შეკვეთა: შეკვეთის გაუქმება შეუძლებელია მას შემდეგ, რაც კომპანია შეიძენს სპეციფიკურ მასალას მოცემული შეკვეთისთვის ან დაიწყებს მის დამუშავებას. მომხმარებელი ვალდებულია გაუქმების შესახებ მოთხოვნა გამოაგზავნოს შეკვეთიდან არაუგვიანეს 2 საათისა.
მზა (სტანდარტული) პროდუქცია: თუ მომხმარებელი ყიდულობს უკვე მზა პროდუქციას, რომელიც არ საჭიროებს დამზადების პროცესს, გაუქმება შესაძლებელია ნივთის გაგზავნამდე. (იხ. მუხლი 6.1).
6.5 პერსონალიზებული პროდუქცია: ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული (პერსონალიზებული) პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. გამონაკლისია მხოლოდ იმ შემთხვევა, თუ პროდუქტი დადასტურებულად არის წუნდებული.
6.6 გამონაკლისები: დაბრუნება არ განხორციელდება, თუ: პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის მიერ; დარღვეულია გამოყენების ან მოვლის წესები; პროდუქტი არის პერსონალიზებული და არ აქვს ტექნიკური წუნი.
7.1. კომპანიის პასუხისმგებლობა: პროდუქტის ნებისმიერ ნაკლზე, რომელიც არსებობდა ნივთის გადაცემისას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.
7.2. მომხმარებლის უფლებები ნაკლის აღმოჩენისას: თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მომხმარებელს უფლება აქვს, თანმიმდევრობით მოითხოვოს: პირველ რიგში: ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა. არჩევანი მომხმარებელზეა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შერჩეული უფლების გამოყენება შეუძლებელია ან არაპროპორციულ ხარჯებს მოითხოვს. მეორე რიგში: თუ შეკეთება ან შეცვლა ვერ ხერხდება გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) ან მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი უხერხულობის შექმნის გარეშე - მოითხოვოს ფასის ადეკვატური შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა (ნივთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება). შენიშვნა: მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ ნაკლი უმნიშვნელოა.
7.3. მტკიცების ტვირთი და ვადები: ნაკლის აღმოჩენისას, მტკიცების ტვირთის განაწილება კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“) დადგენილი წესითა და ვადებში.“ კანონით განსაზღვრული საწყისი პერიოდის გასვლის შემდეგ, იმის მტკიცება, რომ ნაკლი არსებობდა ნივთის გადაცემისას და არ არის გამოწვეული არასწორი ექსპლუატაციით, ეკისრება მომხმარებელს.
7.4. საგარანტიო მომსახურების გამონაკლისები: გარანტია არ ვრცელდება დაზიანებებზე, რომლებიც გამოწვეულია:
ნივთის არასწორი ექსპლუატაციით, მოვლის წესების დარღვევით ან მექანიკური დაზიანებით (მაგ: დავარდნა, გატეხვა, სითხის მოხვედრა, ქიმიური ზემოქმედება, მაღალი ტემპერატურა, მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება და სხვ.);
ბუნებრივი მასალების (ხე, ტყავი, ქსოვილი) ბუნებრივი ცვეთით, ფერის ცვლილებით (პატინით) ან ფაქტურის ბუნებრივი ტრანსფორმაციით, რაც არ აფერხებს ნივთის ფუნქციონირებას;
მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ ნივთის თვითნებური გადაკეთებით, დაშლით ან შეკეთებით;
ელექტროენერგიის ცვალებადობით, ფორსმაჟორული გარემოებებით (ხანძარი, სტიქია და სხვ.).
7.5. მომსახურების მიღების წესი: ნებისმიერი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 48 საათისა) აცნობოს კომპანიას და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი (ელექტრონული ქვითარი, ინვოისი ან შეკვეთის ნომერი). პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანიის ელ-ფოსტაზე: warranty@qey.ge. ნივთის შეკეთების ან შეცვლის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და მასალების ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია.
7.6. პროდუქციის ვიზუალური სპეციფიკა: ვინაიდან საიტზე წარმოდგენილი პროდუქცია არის ხელნაკეთი და დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან, ნივთის ფაქტურის მცირედი უსწორმასწორობა, ასიმეტრია ან ფერის ტონალობის სხვაობა საიტზე განთავსებულ ფოტოსურათთან (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გადაღებისას გამოყენებული განათებით ან მომხმარებლის ეკრანის პარამეტრებით) არ განიხილება ნივთის ნაკლად. მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაცნობიერებულია ხელნაკეთი ნივთის უნიკალურობაში და მსგავსი ვიზუალური თავისებურებები არ წარმოადგენს ნივთის დაბრუნების ან შეცვლის საფუძველს.
ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა (დიზაინი, ლოგო, ფოტო, ტექსტი) წარმოადგენსი/მ „ქეთევან გოგიჩაძე“-ის ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი უნებართვო კოპირება ან გავრცელება გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (სტიქია, გაფიცვა, გლობალური ინტერნეტ-შეფერხება). კომპანიის მაქსიმალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება სადავო პროდუქტის ღირებულებით.